სიმწვანეში ჩაფლული საცხოვრებელი უბანი
სამი მდინარის შესართავთან
თქვენი ოცნების უბანი
მყუდრო და სასიამოვნო სამეზობლო
დაცული და უსაფრთხო ტერიტორია
მწვანე და ეკოლოგიურად სუფთა გარემო
დახურულ საცხოვრებელ უბნებში მწვანე გარემო მთავარი უპირატესობაა, ინტენსიური მოძრაობისგან და გამონაბოლქვისგან თავისუფალი უბანი ბუნებრივია, რომ ბევრად ჯანსაღია ვიდრე ქალაქის ცენტრში მდგომი საცხოვრებელი კორპუსი.
დახურული საცხოვრებელი უბნის ერთ-ერთი მთავარი დადებითი მხარე კეთილმოწყობილ ინფრასტრუქტურაზე წვდომაა. სტადიონები, ჩოგბურთის კორტები, აუზი, სპორტული მოედნები, ველობილიკი, ეს ის პრივილეგიებია, რომლითაც პრემიუმ ტიპის საცხოვრებელ კომპლექსში სარგებლობთ. აქ ცხოვრებას მოაქვს სიმშვიდისა და სტაბილურობის შეგრძნება და გიცავთ დღევანდელი ტექნოლოგიური სამყაროსგან და ქალაქის ხმაურისაგან.
დახურულ და დაცულ საცხოვრებელ უბნებს აქვთ ფიქსირებული შესასვლელი და გასასვლელი წერტილები, რაც იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ ადგილობრივ მაცხოვრებლებს და წინასწარ შეთანხმებულ სტუმრებს შეუძლიათ შევიდნენ ტერიტორიაზე. 24/7 დაცვა და მეთვალყურეობის კამერები, დაშვების სისტემები და ასე შემდეგ – ეს ყველაფერი იმისთვის, რომ უბნის მაცხოვრებლებმა თავი რაც შეიძლება კომფორტულად იგრძნონ.
დახურულ საცხოვრებელ უბნებში განსაკუთრებით კომფორტულად გრძნობენ თავს ოჯახები ბავშვებით. ასეთ უბანში მშვიდად შეგიძლიათ გაუშვათ ბავშვები გარეთ სათამაშოდ და არ ინერვიულოთ მათ უსაფრთხოებაზე.